განათლებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად, იაპონია უკრაინას 235 მილიონ დოლარს გადასცემს

უკრაინა იაპონიის მთავრობისგან 235 მილიონი დოლარის შეღავათიან დაფინანსებას მიიღებს. ამის შესახებ Ukrinform-ი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული დაფინანსება მსოფლიო ბანკის ორი ახალი პროექტის ფარგლებში განათლებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად გამოიყოფა.

„უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო 235 მილიონი დოლარის შეღავათიანი დაფინანსება იაპონიის მთავრობისგან მსოფლიო ბანკის ახალი სისტემური პროექტების ფარგლებში – მდგრადი, ინკლუზიური და ეკოლოგიურად დაბალანსებული მეწარმეობის შესახებ“ (RISE) და უკრაინის კრიზისის ფონზე განათლების ხელმისაწვდომობისა და მდგრადობის გაზრდის შესახებ (LEARN)“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ RISE პროექტის ფარგლებში უკრაინამ 130 მილიონი დოლარის სესხი მიიღო კერძო სექტორის მხარდასაჭერად, კიდევ 105 მილიონი აშშ დოლარი მიიღება LEARN პროექტის ფარგლებში სკოლებში უსაფრთხო სწავლის უზრუნველსაყოფად, კერძოდ, თავშესაფრების მოწყობისა და სასკოლო ავტობუსების შესაძენად 2024 წელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები