“რთულ და მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, სიორიძის უფლებამოსილების გახანგრძლივებაზე არის ცესკოში განცხადება შეტანილი” – მათიკაშვილი
“რთულ და მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიცია იტყუება, როდესაც ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.
“სიორიძის უფლებამოსილების გახანგრძლივებაზე არის ცესკოში განცხადება შეტანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, რადიკალური ოპოზიცია ვითომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, სინამდვილეში კი, იმ ორგანოებს, რომლებმაც ჩაატარეს ეს არჩევნები, მიმართავს განცხადებებით, რაც იმას ნიშნავს, რომ აღიარება ხდება ამ ორგანოების უფლებამოსილებების. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, თუ რა ტყუილთან გვაქვს საქმე, როდესაც ოპოზიცია აცხადებს არჩევნების ე.წ. გაყალბებას”, – განაცხადა მათიკაშვილმა.