სოზარ სუბარი – ოპოზიციის მხრიდან მანდატების დატოვებაზე: რაც მალე გაიწმინდება პარლამენტი და მთლიანად პოლიტიკური ველი უსამშობლო აგენტებისგან, მით უკეთესი ქვეყნისთვის

„ოპოზიციის ნაწილი შემოვა პარლამენტში და ამას ღიად ამბობენ. ნაწილი კი, ველოდები, რომ შეასრულებს დაპირებას. მათ ძალიან ბევრჯერ თქვეს, რომ არ შემოვლენ პარლამენტში და იქნებ ამ ერთხელ მაინც შეასრულონ პირობა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რა მოლოდინები არსებობს ოპოზიციის მხრიდან სადეპუტატო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით.

სოზარ სუბარი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ერთხელ მაინც შეასრულებს დაპირებას და უარს იტყვის მანდატებზე, რასაც მოჰყვება პოლიტიკური ველის აგენტებისა და მარგინალური ძალებისგან გაწმენდა.

„ოპოზიცია არალეგიტიმურს უწოდებს პარლამენტს. ყველა ნახავს, როგორ შემოვა მათი უმეტესობა პარლამენტში და როგორ ცნობს მის ლეგიტიმაციას. ჯერ ერთი, ისინიც, ვინც შემოიტანა განცხადება პარლამენტის დატოვებაზე, ისინიც ამ განცხადებებს წერენ „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ შალვა პაპუაშვილის“ სახელზე. ესეც კი უკვე არის პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარება.

ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ შემოიტანა განცხადება პარლამენტის დატოვებაზე და ველოდებით სხვებსაც. რაც მალე გაიწმინდება პოლიტიკური ველი და პარლამენტი უსამშობლო აგენტებისგან, მით უკეთესი ქვეყნისთვის. აგენტები, აგენტ-პროვოკატორები და უსამშობლოები არ უნდა განსაზღვრავდნენ ქართულ პოლიტიკას და არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში. როცა გაიწმინდება პოლიტიკური ველი ასეთი ადამიანებისგან და მოხდება მათი მარგინალიზაცია, მაშინ გაჩნდებიან ჯანსაღი ძალები და იქნება ჯანსაღი პოლიტიკური დებატები იმაზე, თუ ვის როგორ წარმოუდგენია ამა თუ იმ ძალას ქვეყნის მომავალი განვითარება.

ოპოზიციის ნაწილი მაინც შემოვა პარლამენტში და ამას ღიადაც ამბობენ, მაგრამ ველოდები, რომ იქნებ ნაწილმა მაინც შეასრულოს დაპირება, რაც თავის ამომრჩეველს მისცეს და დატოვებენ მანდატებს. მათ ბევრჯერ თქვეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შემოვლენ პარლამენტში და იქნებ ამ ერთხელ მაინც შეასრულონ თავისი სიტყვა. უსამშობლოების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს.

რაც მალე  დაწერენ ამ განცხადებებს, მით მალე დავაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნას, ოღონდ გაბედონ და დაწერონ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები