“რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ნებისმიერი გზით მოვიდეს ხელისუფლებაში, თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა” – კირცხალია

“რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ნებისმიერი გზით მოვიდეს ხელისუფლებაში, თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა. როდესაც საუბარია, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და უსამშობლოების გაერთიანებაზე, ასეთი ანტიდემოკრატიული ძალა ვერასდროს შექმნის ანტიდემოკრატიულობის სურათს ქვეყანაში”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს რეალურად ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ყოველთვის და მუდამ იხელმძღვანელებს საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

“ამაში მთელი გუნდი დარწმუნებული ვართ. ეს ასე იქნება. მიხეილ ყაველაშვილი უდავო პატრიოტია და უზომოდ შეყვარებული თავის ქვეყანაზე.

რაც შეეხება ამ პროცესში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობას, მათ მოქმედებებს, ძალათა გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია მთელი თავისი ისტორიით, წარსულით, აწმყოთი და მომავლით ანტიდემოკრატიაზე, ქვეყანაში ანტიდემოკრატიულ სურათს ვერ შექმნის. აღნიშნული ძალა მთელი თავისი სულისკვეთებით, მოწოდებითა და თითოეული ნაბიჯით ორიენტირებულია დესტრუქციაზე და ყველაფერს ცდილობს, უკვე წლებია, გადატრიალება მოაწყოს თავის სახელმწიფოში; ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ნებისმიერი გზით მოვიდეს ხელისუფლებაში, თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა, როდესაც ამ ძალებზეა საუბარი, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და უსამშობლოების გაერთიანებაზე, ასეთი ანტიდემოკრატიული ძალა ვერასდროს შექმნის ანტიდემოკრატიულობის სურათს ქვეყანაში“, – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები