კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მუსიკალური საღამო „იშხნელები – 100“ გაიმართა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, დები იშხნელების შემოქმედების 100 წლისადმი მიძღვნილი საღამო – სახელწოდებით „და ის ვინც გაქებდა“ – გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საიუბილეო საღამოზე წარმოადგინეს ქალაქური ფოლკლორის პოპულარული ნიმუშები დები იშხნელების რეპერტუარიდან. სცენაზე წარდგნენ დები იშხნელების შთამომავალი მანანა მენაბდე საავტორო მუსიკით და გორის ქალთა კამერული გუნდი თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით.
ასევე, მოწვეული სტუმრის სტატუსით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: მუსიკოსმა დავით თავაძემ და ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ. საღამოს წამყვანი გახლდათ თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები