„მიხეილ ყაველაშვილი ჩვენს გუნდში ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული გულწრფელობითა და უბრალოებით. ეს არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა და არა – ხელოვნურად შექმნილი იმიჯი. ის არის ცნობილი სპორტსმენი, გამოცდილი პოლიტიკოსი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე წერს.
მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის არჩევა პრეზიდენტობის კანდიდატად არის სწორი და ამას საზოგადოება თავად ნახავს.
„ორი ათეული წლის განმავლობაში პრეზიდენტად მხოლოდ ის მიიჩნეოდა, ვინც ყველაზე მჭიდროდ იყო კავშირში უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან და ცალ ფეხზე დგომით, მუდმივი მორჩილებით ცდილობდა „მეგობრობის“ ექსპორტს. ეს იყო უმთავრესი პრიორიტეტი და არა – პატრიოტიზმი, პრინციპულობა და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის განცდა. შედეგიც, შესაბამისად, სამწუხარო დადგა.
ასეთი მიდგომა იყო შეცდომა და მისი გამეორება დღეს განსაკუთრებით სახიფათოა.
ბოლოდროინდელმა წინდახედულმა ნაბიჯებმა შეგვაძლებინა, ამ არეულ მსოფლიოში, მშვიდობისა და განვითარების სტაბილური შენარჩუნება.
ეს არჩევანიც არის სწორი და ამას საზოგადოება თავად ნახავს“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.