სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 184 წლის იუბილე აღინიშნა
სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 184 წლის იუბილე აღინიშნა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“საზოგადო მოღვაწისა და მწერლის დაბადებიდან 184-ე წლისთავს მისმა მშობლიურმა სოფელმა ვარიანმა უმასპინძლა.
სოფლის ცენტრში წარმოდგენილი იყო საჯარო სკოლების კუთხეები, უწყვეტად მიმდინარეობდა კონცერტი მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.
„დედა ენის“ ავტორი, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი იაკობ გოგებაშვილი ვარიანში 1840 წელს დაიბადა.
ღონისძიებები გორის მერიის მხარდაჭერით, ა(ა)იპ კულტურისა განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა”,- წერია ინფორმაციაში.