“ეუთომ თქვა, რომ კენჭისყრის დღე ჩატარდა ორგანიზებულად, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად კენჭისყრის პროცესი ჩატარდა სამართლიანად” – ბოჟაძე

“ეუთომ თქვა, რომ კენჭისყრის დღე ჩატარდა ორგანიზებულად. ეს იმას ნიშნავს, რომ თავად კენჭისყრის პროცესი, რაზეც ასე აპელირებს ოპოზიცია, ჩატარდა სამართლიანად, კანონმდებლობის სრული დაცვით, ყოველგვარი გაყალბებების და მაქინაციების გარეშე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დელეგატმა, ლადო ბოჟაძემ „დღის ქრონიკასთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, ეუთოს საბოლოო დასკვნა, დაახლოებით, 6-8 კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება.

„გუშინ თუ ეუთოს განცხადებებს ვნახავდით, იქაც იყო მთავარი რამ ნათქვამი. პირველი, რომ საარჩევნო კამპანია ჩატარდა მშვიდ და კონკურენტულ გარემოში, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა საშუალება, ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია, მათ შორის, მედიითაც ღია შეხვედრებით, საზოგადოებასთან შეხვედრებით და არანაირი ხელშეშლის ფაქტები არ დაფიქსირებულა. მთავარი, ეუთომ თქვა, რომ კენჭისყრის დღე ჩატარდა ორგანიზებულად. ეს იმას ნიშნავს, რომ თავად კენჭისყრის პროცესი, რაზეც ასე აპელირებს ოპოზიცია ჩატარდა სამართლიანად, კანონმდებლობის სრული დაცვით, ყოველგვარი გაყალბებების და მაქინაციების გარეშე და ეს დაადასტურა ეუთომ. რაც შეეხება ეუთოს საბოლოო დასკვნას, ის დაახლოებით 6-8 კვირის განმავლობაში ქვეყნდება ხოლმე“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები