თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციას: იმტვრიეთ ახლა თავი, ვინ ვინ მოატყუეთ, თქვენ უგზავნეთ ყალბი კვლევები პატრონებს უცხოეთში თუ ისინი გაძლევდნენ გადამეტებულ გარანტიებს? ფაქტია, ბევრი გაქვთ აღებული და შედეგი ვერ ჩააბარეთ

„ხელმოცარულ ოპოზიციას და მათ პატრონებს არ მოსწონთ შედეგები. არჩევნები რომ არ გაყალბებულა, იციან და ამდენს ვერ იტყუებიან, ამას მტკიცებულებები სჭირდება. ამიტომ ისრები წინასაარჩევნო პერიოდზე გადაიტანეს, უსამართლო გარემო იყოო,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, „რაც შეეხება გადატრიალებას, როგორც ერთი კაცი იტყოდა, ღამით ძილში ფრთხილად გადატრიალდით”.
„ხელმოცარულ ოპოზიციას და მათ პატრონებს არ მოსწონთ შედეგები. არჩევნები რომ არ გაყალბებულა, იციან და ამდენს ვერ იტყუებიან, ამას მტკიცებულებები სჭირდება. ამიტომ ისრები წინასაარჩევნო პერიოდზე გადაიტანეს, უსამართლო გარემო იყოო. აქაც ევროპელების განცხადებები გვახსოვს, წინასაარჩევნო გარემო კონკურენტუნარიანიაო.
რა ქნან ახლა? ჩაუვარდათ რევოლუცია, თუკი მიზეზი არ მოიფიქრეს. გუშინ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაგვამხიარულა, თურმე ეს არჩევნებიც, კანონის მსგავსად, რუსული ყოფილა. თუკი ასეთ დემოკრატიულ არჩევნებს რუსეთში ატარებენ, მაშინ რაღას ვერჩით ამ ქვეყანას? ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც კი  ვერ წავიდა ამხელა სისულელეზე და ბრალდებები მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოზე გამოგვიცხვეს.
კითხვა მაქვს მათთან და მათგან მართულ ოპოზიციასთან, თუკი წინასაარჩევნო გარემო უსამართლო იყო, რატომ მიიღეთ მონაწილეობა ამ “უსამართლობაში”? რატომ არ გამოუცხადეთ ბოიკოტი არჩევნებს? თქვენ ყველაზე მეტად თქვენს ხალხს ატყუებთ! ახლა აღარ მოგწონთ შედეგები და არ იცით რას შეასკდეთ, არა? იმტვრიეთ ახლა თავი, ვინ ვინ მოატყუეთ, თქვენ უგზავნეთ ყალბი კვლევები პატრონებს თუ ისინი გაძლევდნენ გადამეტებულ გარანტიებს. ფაქტია, ბევრი გაქვთ აღებული და შედეგი ვერ ჩააბარეთ.
რაც შეეხება გადატრიალებას, როგორც ერთი კაცი იტყოდა, ღამით ძილში ფრთხილად გადატრიალდით,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები