მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: მოვუწოდებ თითოეულ მათგანს, რომ ეჯიბრებიან, ვინ არ შევა პარლამენტში, არცერთი შემოვიდეს, საბოტაჟისა და სისულელეების ლაპარაკის მეტს მათგან არაფერს ველოდები

საპროტესტო აქციები ჩატარდეს, კი ბატონო. ვინმეს თუ სწამს, რომ 40-დან 54 პროცენტამდე შეიძლება გაყალბება, ამაზე ვინმე სერიოზულად თუ ილაპარაკებს, კი ბატონო, გააგრძელოს ლაპარაკი და იყვნენ ამ რწმენაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

“დაგეგმოს, რაც უნდა ის ქნას. მოვუწოდებ თითოეულ მათგანს, რომ ეჯიბრებიან, ვინ არ შევა პარლამენტში, არცერთი შემოვიდეს, საბოტაჟისა და სისულელეების ლაპარაკის მეტს მათგან არაფერს ველოდები. საქმეს მაინც გავაკეთებთ რაღაცას, შემკამათებელი რომ იყოს, ძალიან კარგი, მაგრამ შეიძლება, რომ ეს ფუნქცია საზოგადოებამ აიღოს თავის თავზე. საპარლამენტო ჟურნალისტიკა იმ დონეზეა, რომ ესენი დააბალანსებენ ამ ყველაფერს. წინა ოთხ წელიწადში ერთი ამბავი მაინც გამახსენეთ, მონაწილეობა მიეღოთ რეალურ საპარლამენტო საქმიანობაში. არ არის პრობლემა საერთოდ. საპროტესტო აქციები ჩატარდეს, კი ბატონო. ვინმეს თუ სწამს, რომ 40-დან 54 პროცენტამდე შეიძლება გაყალბება, ამაზე ვინმე სერიოზულად თუ ილაპარაკებს, კი ბატონო, გააგრძელოს ლაპარაკი და იყვნენ ამ რწმენაში”,- აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები