„ISFED-ი ვერანაირად აუვლიდა გვერდს ჩვეულებრივ არითმეტიკას” – ვოლსკი

ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ, არჩევნების შეფასებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

როგორც “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, სისტემა გაყალბების საშუალებას არ იძლევა.

„ISFED-ი ვერანაირად აუვლიდა გვერდს ჩვეულებრივ არითმეტიკას. სისტემა არ იძლევა გაყალბების საშუალებას, როგორც ეს ISFED-მა წინა არჩევნებზე გააკეთა და რევოლუციის ცეცხლსა და სისხლში კინაღამ გახვია ქვეყანა. ამის შესაძლებლობა არ მიეცათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ISFED-ში აცხადებენ, რომ მათ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები