ლევან ქარუმიძე ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე: ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას, იგივე გააკეთა ქართველმა ხალხმა 4 წლის, 8 წლის და 12 წლის წინაც!

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან ქარუმიძე, ჰელსინკის კომისიის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართველი ხალხი მუდმივად აძლევდა ხმას ევროპული ოჯახის წევრობას. მათმა მთავრობამ პატივი უნდა სცეს მათ ხმას და მათ არჩევანს“.

„დიახ, ნამდვილად! ასევე გუშინ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას. იგივე გააკეთა ქართველმა ხალხმა 4 წლის წინ. და 8 წლის წინ. და იცით რა? ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას 12 წლის წინაც!” – წერს ქარუმიძე X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები