წილოსანი – ოპოზიციაზე: ზურაბიშვილის ჭკუით რომ იარეს, იმიტომ მიიღეს ის შედეგი, რაც დღეს აქვთ

“სალომე ზურაბიშვილის ჭკუით რომ იარეს, იმიტომ მიიღეს ის შედეგი, რაც დღეს აქვთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ვერ შეძლებენ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შეფერხებას.

“რეალურად, შესაძლოა, მეტი რეიტინგი არც ჰქონოდათ, მაგრამ არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილის რაიმე ფორმით “გონიერება” მათთვის რამე უკეთესი გზის მაჩვენებელი იყოს. 2020 წელს ეს უკვე გავიარეთ, სიების ჩახსნა შესაძლებელია არჩევნებამდე ან მას მერე, რაც პარლამენტის უფლებამოსილება იქნება აღიარებული. შესაბამისად, ისინი ამ სიებით მაინც ვერ მოახერხებენ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შეფერხებას”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები