“არ გვინახავს არანაირი ფაქტი, რაც შეიძლება, გამოყენებულ იქნას, რათა კითხვის ნიშნები დაისვას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით” – ბოჭორიშვილი

“არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ არჩევნების შედეგები რაიმენაირად დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამას ადასტურებს ყველაფერი, მათ შორის, ისეთი ორგანიზაციის გაკეთებული განცხადებებიც, როგორიცაა ISFED-ი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

დეპუტატმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები კიდევ ერთხელ შეაფასა.

“მოვისმინეთ ძალიან ბევრი განცხადება, თუმცა, არ მოგვისმენია და არ გვინახავს არანაირი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება, გამოყენებული იქნას იმის საფუძვლად, რომ კითხვის ნიშნები დაისვას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით,” – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები