“უამრავი დამკვირვებელი, მათ შორის, ევროპული ქვეყნებიდან, მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა პოზიტიურ და ფაქტებზე დაყრდნობილ განცხადებებს” – მამუკა მდინარაძე

“უამრავი დამკვირვებელი, მათ შორის, ევროპული ქვეყნებიდან, მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა პოზიტიურ და ფაქტებზე დაყრდნობილ განცხადებებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ევროპელი საერთაშორისო დამკვირვებლები, და არა მარტო ევროპელ, თუ არ ვცდები, დღეს, მთელი დღის განმავლობაში, მათ გააკეთეს უკიდურესად პოზიტიური და აბსოლუტურად რეალური, ობიექტური [განცხადებები], ობიექტური განცხადებების მონატრებაში ვართ გადასულები ისეთ დღეში გვამყოფებდნენ, მაგრამ მაინც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. შესაბამისად, ხვალ ჩვენ ველოდებით არაობიექტურსაც და ობიექტურსაც. იქნება სუბიექტური და ტყუილი – ვიტყვით ტყუილია, იქნება მართალი – ვიტყვით მართალია და ამის ძალას გვაძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი”, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები