“სიამაყით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე სწორად იყო წარმართული” – გიორგი კალანდარიშვილი

“სიამაყით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე სწორად იყო წარმართული”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მან სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა.

“26 ოქტომბრის არჩევნების დღეს, ჯამში გამოყენებული იყო 15 ათასამდე აპარატი, საიდანაც მხოლოდ 20 აპარატი გამოვიდა მწყობრიდან. ამის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში მოხერხდა საარჩევნო პროცესის გაგრძელება და არცერთ უბანზე არ დამდგარა ხმის მიცემის პროცესის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლის საჭიროება. არსებული კარგი პრაქტიკის შესაბამისად, ტექნოლოგიების გამოყენების კარგ შედეგად ითვლება, თუ საარჩევნო პროცესის დრო, აპარატების 1% გამოვიდა მწყობრიდან. ჩვენ შემთხვევაში კი, ამ რიცხვმა მხოლოდ 0,1% შეადგინა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია”, – განმარტა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები