“ჩვენ ვიყენებთ ყველა საშუალებას, სამართლებრივს და არასამართლებრივს, ყველა კანონიერ საშუალებას, რათა დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული და ევროპული არჩევანი” – ანა დოლიძე

“შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას”, – ამის შესახებ  “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჩვენ ვიყენებთ ყველა საშუალებას, სამართლებრივს და არასამართლებრივს, ყველა კანონიერ საშუალებას, რათა დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული და ევროპული არჩევანი. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ის ფანჯარაა, რომელიც ახლა არის ღია ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ვაფასებთ საქართველოს მოქალაქეების იმ ჯაფას, რომელიც გასწიეს საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისთვის. არ ვაპირებთ, ვინმეს გავატანოთ ეს არჩევანი“, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები