“ბევრ საარჩევნო უბანს დავაკვირდით საქართველოში, არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა” – საერთაშორისო დამკვირვებელი

“ბევრ საარჩევნო უბანს დავაკვირდით საქართველოში. მათ შორის – ბათუმსა და მის გარშემო მდებარე სოფლებში. არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა”, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელი, ბეატა ტროხანოვსკა აცხადებს.

“მცირე ტექნიკური ხარვეზი იყო ელექტრონულ მოწყობილობებთან დაკავშირებით, თუმცა ეს მხოლოდ ამ ტექნოლოგიის სიახლიდან გამომდინარეა და ხალხი უნდა მიეჩვიოს. საერთო ჯამში, არჩევნები და კენჭისყრის პროცესი მშვიდობიანად და პრობლემების გარეშე ჩატარდა. ადგილობრივადაც, ყველა პროცედურა დაცული იყო“, – აღნიშნავს  ტროხანოვსკა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები