3085 უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 54.273 %-ს შეადგენს

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 54.273%-ით ( 1 114 936 ხმა) ლიდერობს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია 3085 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.164%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 10.806 % (221 992 ხმა) მიიღო.
„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 10.094% (207 353) მოიპოვა;
„ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.752 % (179 795 ხმა) აქვს; პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი – 7.75 % (159 204 ).
არჩევნებზე სულ 3111 უბანი იყო გახსნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები