“ხალხმა აირჩია მშვიდობა და არა ომი, ამ გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი” – გიორგი გამსახურდია

„ამ გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი. ძალიან ბევრ ადამიანს პირადად შევხვდი, მათ შორის  საპირისპირო პოლიტიკური ბანაკიდან და ბევრი ისეთი ადამიანი გადმოვიდა ისტორიის ნათელ მხარეზე, რომ  სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ საერთო შედეგი გამარჯვება იქნებოდა”, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

“პირველ რიგში, ხალხმა აირჩია მშვიდობა და არა ომი, სტაბილური განვითარება, ღირსებით სიარული ჩვენი ერთ-ერთი დიდი ისტორიული მიზნისკენ, რასაც ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა გამსახურდიამ.

ცესკოს განახლებული პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ შედეგები 53 პროცენტამდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები