ლევან მგალობლიშვილი: ჩემი არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ გავაკეთე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, დღეს თავისი არჩევანი აბაშაში განთავსებულ მე-7 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ეს დღე ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს, ტერიტორიების გამთლიანებას და მის ღირსეულ წევრობას ევროკავშირში.

მე ხმა სწორედ ასეთ მომავალს მივეცი და ჩემი არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ გავაკეთე, რათა ჩვენმა შვილებმა სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვრონ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობა, მათი პასუხისმგებლობის ფარგლებში სწორ არჩევანს გააკეთებს, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ჩვენ მთავარ მიზანთან, ქვეყნის გაერთიანებასთან“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები