ცესკო: 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 776 726 ამომრჩეველი მივიდა, რაც 22.22%-ს შეადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 776 726 ამომრჩეველი მივიდა, რაც 22.22%-ს შეადგენს.

რეგიონების მიხედვით აქტივობა ასე გადანაწილდა:

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 72 443; თბილისი 238 992; კახეთი 70 441; მცხეთა-მთიანეთი – 20 903; ქვემო ქართლი – 83 448; შიდა ქართლი – 51 522; სამცხე-ჯავახეთი – 31 651; რაჭა ლეჩხუმი – 9 096; იმერეთი – 113 536; გურია – 21 748; აჭარა – 62 876.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები