მამუკა მდინარაძე: ოზურგეთში დააფიქსირეს შემთხვევა, სადაც თურმე კომისიის წევრმა ამომრჩეველი გადაკოცნა – მდაბიო ფეიკ-კამპანიით ცდილობენ ფონის შექმნას იმის შესახებ, თითქოს რაღაც სერიოზული ხდება

ოზურგეთში დააფიქსირეს შემთხვევა, სადაც თურმე კომისიის წევრმა ამომრჩეველი გადაკოცნა. ამ დონეზე წერენ საჩივრებს, რომ ბევრი იყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდა, არ წამოეგონ ოპოზიციის პროვოკაციებზე, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.

„ოზურგეთში დააფიქსირეს შემთხვევა, სადაც თურმე კომისიის წევრმა ამომრჩეველი გადაკოცნა. ამ დონეზე წერენ საჩივრებს, რომ ბევრი იყოს. ასეთი მდაბიო, ფეიკ-კამპანიით ცდილობენ ფონის შექმნას იმის შესახებ, თითქოს რაღაც სერიოზული ხდება. სადაც ნაცმოძრაობის მედიასაშუალებები არ არის, იქ ყველაფერი ნორმალურად მიდის, სადაც ისინი გამოჩნდებიან, იქ აპოკალიფსური სურათი იხატება, მაგრამ ქართველი ამომრჩეველ ამაში არ გაეხვევა. ყველას ვთხოვ, არანაირი ვიღაცის გადაცდომა არ არის საფუძველი იმის, რომ პროვოკაციაზე წამოვეგოთ. უნდა ვეცადოთ, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დავაწყნაროთ. ჩვენი ამომრჩევლის ხუთმა და ათმა პროცენტმა რომ იფიქროს, რომ მოდი სახლში დავრჩები, ამით შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მივიღოთ, რადგან აქ ასი ათასობით ადამიანზეა საუბარი სხვა პარტიების მხარდამჭერებისგან განსხვავებით“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები