,,დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე. დღე, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ვაკეთებთ სწორ არჩევანს. არჩევანი, რომელმაც უნდა შექმნას ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილური განვითარების შესაძლებლობა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატმა ანტონ ობოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოხარულია რომ მაღალი აქტივობაა.
„მე უკვე გავაკეთე ჩემი არჩევანი და ხმა მივეცი მშვიდობიანი პოლიტიკის გაგრძელებას და სტაბილურ განვითარებას, რაც მთლიანობაში ქმნის ეკონომიკურ სიძლიერეს. რაც არის ჩვენი შვილების და მომავლის განვითარების მყარი გარანტია.
დღეს უდიდესი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და მხოლოდ ერთად დგომით, ერთიანობით და მიღებული სწორი გადაწყვეტილებით დავძლევთ მათ.
მიხარია, რომ მაღალი აქტივობა გვაქვს, რადგან ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის სამოქალაქო ვალდებულებაა არჩევნებში მონაწილეობის მიღება“, – აღნიშნა ანტონ ობოლაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.