იმდენად აგონიაში არიან ჩვენი მოსალოდნელი შთამბეჭდავი გამარჯვებით, 163-ე სკოლაში მიიყვანეს დაკუნთული ბიჭები და ჩვენს წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – მდინარაძე

იმდენად აგონიაში არიან ჩვენი მოსალოდნელი შთამბეჭდავი გამარჯვებით, (რადგან ყველა მონაცემი ამაზე მეტყველებს) რომ ვაზისუბანში, 163-ე სკოლაში მიიყვანეს დაკუნთული ბიჭები და ჩვენს წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. განაცხადა.

მდინარაძემ სამართალდამცველებს ამ ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდა.

„აგინებდნენ და ცდილობდნენ, რომ შეექმნათ ფონი, თითქოს ისინი ჩაგრავდნენ. ჯერ ერთი, თავს ვინ დააჩაგვრინებს, მაგრამ ასე დაჩაგვრა-არდაჩაგვრაზე რომ არ ვილაპარაკოთ, სამართალდამცველებს მოვუწოდებ, რომლებიც მართლაც კარგად მუშაობენ დილიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც გაერკვნენ და თუკი პროვოკაციას და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, აქაც სამართლებრივად, უმკაცრესად იმოქმედონ იმისთვის, რომ ვინმემ სხვაგან აღარ გაბედოს ასეთი პროვოკაციის მოწყობა“,- აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები