კახა კალაძე: მაქსიმალურად შეეცდებიან უბნებზე გამოგონილი თემებით დაძაბონ სიტუაცია, ამისთვის მზად ვართ, ძალიან ბევრი დამკვირვებელია და არავის მივცემთ საშუალებას მოხდეს უბნების არევა

,,ძალიან ბევრი დამკვირვებელია და არავის მივცემთ საშუალებას მოხდეს უბნების არევა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია შეეცდება უბნებზე სიტუაციის არევას, რაც არ გამოუვათ.

„მაქსიმალურად შეეცდებიან უბნებზე გამოგონილი თემებით დაძაბონ სიტუაცია, ამისთვის მზად ვართ. ძალიან ბევრი დამკვირვებელია და არავის მივცემთ საშუალებას მოხდეს უბნების არევა. ყველას ექნება შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში გააკეთონ არჩევანი. ესენი არიან რადიკალური ძალები, რომლებიც განწირულები არიან მარცხისთვის, იციან, რომ არავითარი შანსი არ აქვთ და ეცდებიან შექმნან ამ პატარა წვრილი ხულიგნობებით სურათი, როგორც წინა დღეებში პირადობებზე ჰქონდათ აქცენტი გაკეთებული, თუმცა გამოიკვეთა, რომ ეს ტყუილი და სპეკულაციები იყო. ამ ტიპის ქმედებებით ეცდებიან რომ დღის ბოლომდე გაიტანონ თავი“, – აღნიშნა კალაძემ.

საპარლამენტო არჩევნებში კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები