იულია ნავალნაია: თუ რუსეთში დავბრუნდები, საპრეზიდენტო კანდიდატად კენჭს ვიყრი

თუ რუსეთში დავბრუნდები, საპრეზიდენტო კანდიდატად კენჭს ვიყრი, – ამის შესახებ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სანამ კრემლის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში რჩება, მოსკოვში დაბრუნება შეუძლებელია. 

„ჩემი მიზანია, რომ ქვეყანაში ცვლილებები მოხდეს. თუ რუსეთში დავბრუნდები, საპრეზიდენტო კანდიდატად ვიყრი კენჭს, მაგრამ სანამ ვლადიმერ პუტინი რჩება ხელისუფლებაში, მოსკოვში დაბრუნება, სამწუხაროდ შეუძლებელია“, – განაცხადა ნავალნაიამ.

მანვე დასძინა, რომ რუსეთში ოპოზიცია ახლა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები