შალვა პაპუაშვილი: ტაშით, წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ საქართველოს ნებისმიერ თანამდებობის პირს, რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა – დახურულ კაბინეტებში შეხვედრებზე სულ ამას გვთხოვდნენ, მაგრამ გარეთ ამაზე არავინ საუბრობდა

გარწმუნებთ, ტაშით, წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ საქართველოს ნებისმიერ თანამდებობის პირს ნებისმიერ ფორუმში, რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა – დახურულ კაბინეტებში შეხვედრებზე სულ ამას გვთხოვდნენ, მაგრამ გარეთ ამაზე არავინ საუბრობდა, რადგან ზუსტად იცოდნენ, ეს საქართველოსთვის იქნებოდა დამღუპველი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლების მიზანი იქნებოდა შექება დაემსახურებინა, ყველაზე კომფორტული იქნებოდა სანქციების დაწესება.

„გარწმუნებთ, ტაშით, წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ საქართველოს პრემიერს და ნებისმიერ თანამდებობის პირს ნებისმიერ ფორუმში. რა იქნებოდა და რა დაგვრჩებოდა საქართველოში?! დაგვრჩებოდა დანგრეული ეკონომიკა. დათვლილია, 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა და ეს ჩვენ ვიცით. ეს ხომ არ არის თეორია, ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ემბარგოს სტილის ურთიერთობა რუსეთთან. ამიტომ ეს ძალიან ადვილი გასათვლელი იყო ეკონომიკის მხრივ. რაც შეეხება მეორე განზომილებას, ეს არის სამხედრო კონფლიქტის შანსი, რომელიც ძალიან რეალური ხდებოდა თუკი ჩვენ შევიდოდით რუსეთთან ესკალაციაში. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის წყალობით დღეს ყველამ ვიცით, სადაც პირველად ღიად ჩაიწერა, რომ სანქციებს გვთხოვენ, აქამდე ის, რაც ხდებოდა დახურულ კაბინეტებს შიგნით, ახლა გამოვიდა გარეთ. რატომ იყო, რომ აქამდე არავინ გამოიტანა ეს საკითხი გარეთ და თუნდაც მედიასთან კომენტარებში ერთ-ორ ვინმეს თუ გაეპარებოდა, რომ სანქციებს ითხოვდნენ?! არადა ზუსტად კაბინეტებში რომ იყვნენ ჩვენთან, სანქციებს ითხოვდნენ. ამაზე გარეთ არანაირი კომენტარი არ იყო, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ეს იყო საქართველოსთვის დამღუპველი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები