გიორგი მამაცაშვილი: საქართველოს აწმყოც და მომავალიც ბიძინა ივანიშვილის მსგავს გულწრფელ და სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებულ ადამიანებზე დგას

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

როგორც მამაცაშვილი აღნიშნავს, საქართველოს აწმყოც და მომავალიც ბიძინა ივანიშვილის მსგავს გულწრფელ და სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებულ ადამიანებზე დგას.

„ეს არის ინტერვიუ, https://reportiori.ge/61772/ რომელშიც მკაფიოდ და გარკვევით არის ნათქვამი ერთადერთი სიმართლე – დიახ, ეშველება ამ ქვეყანას!

დიახ, საქართველოს აწმყოც და მომავალიც  ბიძინა ივანიშვილის მსგავს გულწრფელ და სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებულ ადამიანებზე დგას!

▪️ახლა, ვიცი, ზოგზოგიერთი ჩემი კოლეგა თუ არამკითხე იქედნურად ჩაიცინებს და ქვეცნობიერში მაინც “დამაბულინგებს”, მაგრამ სიმართლე ერთადერთია და უნდა შეეგუოთ, ბატონებო.

▪️როდესაც ივანიშვილის დასაცინ და “დასაბულინგებელ” პოსტებს “გამოაცხობთ”, გნებავთ, ამ ინტერვიუდან მოკლე “ვიდეოარტებს” ატვირთავთ საკუთარ ფეისბუქ თუ ტიკ-ტოკ კედლებზე, კარგად გაიხსენეთ – თქვენთვის სანაქებო “დემოკრატიულ” დროს, როცა კონდახებით სცემდნენ და ოფისებიდან სპეცრაზმების მეშვეობით ყრიდნენ ჟურნალისტებს, გაბედავდით ამდენს?

ვერა, ბატონებო!

ვერ გაბედავდით!

არ ხართ თქვენ მამაცი ხალხი და ამდენს ვერ გაბედავდით!

სააკაშვილის მოგიჟიანებისა და ადეიშვილ- მერაბიშვილის “დახვეწილი” და “დემოკრატიული” მმართველობის ხანაში ამდენს კი არა, ამის მეათედსაც ვერ გაბედავდით!

მშიშრები ხართ, ბატონებო, თქვენ და იმიტომ!

ერთადერთი, რაც შეგეძლოთ – შექეიფიანებულ უგულავასთან და ყბაჩო გივიასთან ერთად კონვერტ-კონვერტ “დაგელაგებინათ” ქართველი ჟურნალისტების მომავალი…

▪️ცალსახად ვამბობ: ეს ინტერვიუ არის სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა და ხალხი, როგორ არ უნდა შეგაშინოს უცხო ქვეყნის საელჩოს მეცხრე (თუ გნებავთ – პირველი) სოკოს ზიზღნარევმა მუქარამ და როგორ უნდა უფრთხილდებოდე საკუთარი ხალხის რწმენასა და თავისუფლების ხარისხს!

❗️26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების დღეა!

❗️26 ოქტომბერს ომზე მშვიდობის გამარჯვების დღეა!

❗️26 ოქტომბერს ქრისტიანული და მართლმადიდებლური საქართველოს დღეა!

❗️26 ოქტომბერს ქართული სახელმწიფოს გამარჯვების დღეა!

▪️შარვალჩახდილი გირჩი ჯაფარიძის თაყვანისმცემლებმა და ხალხის გაყვლეფით გამდიდრებული ხაზარაძის ფანებმა, გნებავთ, რძეს დაუწყეთ ძებნა და გნებავთ – კოხტა კოდუას და მეგის ქარდავას უკანალს კოცნეთ – თქვენი საშველი აღარაა და გვიანია თითზე კბენანი!

ხოლო გვარამიას, გახარიას, ხოშტარიას, ელისაშვილის, სანიკიძის, ადეიშვილის, კეზერაშვილის, უგულავას და ბოკერიას ჩერგოლეიშვილის ფარული ტრფობით გულამოსკვნილებმა იქნებ, გიულევიჩის სახელობის საერთო მისაღებში ჰპოვოთ თავშესაფარი…

იქ მიშას სოფო და მიშას თინა დაგიამებთ იარებს და “ვივა-მედიდან” გლდანის ციხემდე – “იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!”

P.S.

წითელი ხიდისკენ მიმავალ გზაზე რიგებს ნუ დააყენებთ, გთხოვთ!

რუსთავი, გლდანი და ხონი უფრო ახლოა…”, – წერს გიორგი მამაცაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები