სოზარ სუბარი: ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც საკანში შეგნებულად ათავსებდნენ ტუბერკულოზიან ადამიანს, ყველა რომ დაავადებულიყო – ეს იყო იმ პატიმრების დასჯის მეთოდი, რომლებიც დაუმორჩილებლობას იჩენდნენ ადმინისტრაციის მიმართ

არის რაღაც, რასაც ვერ დაივიწყებ – ოსვენციმი არ უნდა დაივიწყო, აბუ-გრეიბი არ უნდა დაივიწყო, გუანტანამო არ უნდა დაივიწყო, არ შეიძლება იმის დავიწყება, რაც ხდებოდა მერვე საპყრობილეში, იმიტომ რომ ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა და სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე პატიმრების სიკვდილობის მიზეზებს სწავლობდა, პრაქტიკულად ყველას ემჩნეოდა წამების კვალი, პატიმრების ზუსტად 49,5%-ს ჰქონდა C ჰეპატიტი. მან ასევე გაიხსენა, რომ ციხეებში ხშირი იყო ტუბერკულოზის შემთხვევები.

„ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც 60-80-კაციან საკანში შეგნებულად ათავსებდნენ ტუბერკულოზიან ადამიანს, ყველა რომ დაავადებულიყო. განსაკუთრებით ეს იყო იმ პატიმრების დასჯის მეთოდი, როლებიც დაუმორჩილებლობას იჩენდნენ ადმინისტრაციის მიმართ“, – აღნიშნა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები