შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები. ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო დამკვირვებლები პოზიტიურად აფასებენ ცესკოს მუშაობას და ორგანიზაციის პროფესიონალიზმს.

პაპუაშვილმა ასევე დასძინა, რომ ერთ-ერთი დამკვირვებლის, „ევროპის დამკვირვებლის ქსელის“ რიგებში „ისფედის“ ყოფილი ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე მუშაობს, რომლის ორგანიზაციამაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარალელური დათვლის ყალბი შედეგები გამოაქვეყნა.

„ქალბატონი ელენე ნიჟარაძე ვითომ გადააყენეს და ამით დასაჯეს. რამდენიმე თვეში კი აღმოჩნდა ამ ორგანიზაციაში, თუ არ ვცდები მონტენეგროში არის მთავარი ოფისი. ამ ორგანიზაციას კი ზუსტად იგივე დონორი აფინანსებს, რომელიც „ისფედს“ აფინანსებს. აქაც სულელი არავინ არის. ასე რომ, აქაც თავს არავინ მოიტყუებს და დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები