შალვა პაპუაშვილი: ორგანიზაციებმა, რომლებიც უცხოური ფულით ფინანსდებიან, ჩაატარეს საარჩევნო აგიტაციის კამპანია და სულელი აქ არავინ არის – ეს იყო ცხადი აქცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

ისეთ ხალხთან გვაქვს საქმე, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ ომი არის მშვიდობა, რომ ომი კარგია და სინამდვილეში ჩვენი მშვიდობა არის ომი. მეტი რა მტკიცებულება არის საჭირო წაშლილ ზღვართან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაც ვნახეთ 20 ოქტომბერს, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ ქართულ პარტიებთან ერთად აორგანიზებენ საარჩევნო აქციას? – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ზუსტად ეს არის საქართველოს არჩევნებში უცხოური ჩარევის მთავარი მანიშნებელი.

„წარმოგიდგენიათ, რუსეთისგან რომ ფინანსდებოდეს საარჩევნო აქციები და მიტინგები რა ყვირილი იქნებოდა ამაზე? აქ კი ორგანიზაციებმა, რომლებიც უცხოური ფულით ფინანსდებიან, ჩაატარეს საარჩევნო აგიტაციის კამპანია და სულელი აქ არავინ არის. ნურცერთი ელჩი ნუ დაგვიწყებს საუბარს, ვითომ ეს ევროპისთვის იყო. ეს იყო ცხადი აქცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქცია იყო?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან გაიხსენა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ რამდენიმე „ენჯეო“ საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო, რაც სასამართლომაც დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები