კაფე „სესილიას” ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქე ამბობს, რომ მჟავის ასორტში ბაყაყი აღმოაჩინა, განცხადებას ავრცელებს

კაფე „სესილიას” ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქე ამბობს, რომ ,,სესილიას” მჟავის ასორტში ბაყაყი აღმოაჩინა, განცხადებას ავრცელებს:

“დღეს გამოქვეყნებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გვინდა გაცნობოთ, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე დავუკავშირდით მომხმარებელს, რომელსაც შევხვდით და მისგან მივიღეთ დეტალური ინფორმაცია შემთხვევის შესახებ.

გვინდა, ხაზგასმით ვთქვათ, რომ ჩვენი მხრიდან მომხმარებელთან ნებისმიერი ხარვეზითა თუ პრობლემით მიწოდებული პროდუქცია, პირველ რიგში, ჩვენი პასუხისმგებლობა და შეცდომაა. თუმცა, გვინდა განვმარტოთ, რომ მჟავის ასორტის პროდუქცია ჩვენი რესტორნის ტერიტორიაზე არ მზადდება და რესტორანი მას შპს „მწნილისგან” იღებს.

შემთხვევისთანავე მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოწოდებული ნიმუშის საფუძველზე უახლოეს რამდენიმე საათში ჩატარდება შესაბამისი ლაბორატორიული კვლევა. საბოლოო დასკვნებს დამატებით გამოვაქვეყნებთ.

ათწლიანი ოპერირების მანძილზე, ჩვენთვის უსაფრთხო/ უვნებელი და ჰიგიენური ნორმების დაცვით მომზადებული კერძები ყოველთვის პრიორიტეტი იყო.

P.S- აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვეტილია. ხოლო პროდუქცია ამოღებულია მოხმარებიდან”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები