ლიკანში, მესხეთის N85-ში, სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ლიკანში, მესხეთის N85-ში, სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სამშენებლო და გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდა სკამები და სანაგვე ურნები, მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები, ასევე – განათების, წყლის და კანალიზაციის ქსელი.

“თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სპორტული მოედანიც. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა და განვითარებაა. შესაბამისად, მსგავსი სახის ინფრასტრუქტურული პროექტები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები