გიორგი გამსახურდია უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით “ფორმულას” ინფორმაციაზე: ქვეყნის დამაზიანებელი არხი კვლავ ფორმაშია, ეს სრული დეზინფორმაციაა – ევროკავშირი არ გახლავთ “ნაცმოძრაობის” უკანა ეზო

ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი და ქვეყნის დამაზიანებელი არხი კვლავ ფორმაშია. ეს გახლავთ სრული დეზინფორმაცია, – ასე ეხმიანება პოლონეთში საქართველოს საელჩოს პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკავშირში მიღებულია არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში.

გამსახურდიას თქმით, უვიზოდ მიმოსვლის შეჩერება დამოკიდებულია ბევრ მიზეზებსა და დარღვევებზე, რომლებიც, ერთობლიობაში იგზავნება ევროკავშირის შესაბამის უწყებებში. მისივე თქმით, ევროკავშირი არ არის “ნაცმოძრაობის” უკანა ეზო, როგორც ეს სურთ წარმოაჩინონ.

“ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი და ქვეყნის დამაზიანებელი არხი კვლავ ფორმაშია.
ეს გახლავთ სრული დეზინფორმაცია და რატომ მარტივად გეტყვით.
უვიზოდ მიმოსვლის შეჩერება არის დამოკიდებული ბევრ მიზეზებზე და დარღვევებზე, რომლებიც ერთობლიობაში იგზავნება სხვადასხვა ევროკავშირიც პასუხისმგებელ უწყებებში. შემდეგ მიდის ამ ყველაფერზე მსჯელობა(საქართველოს ჩართულობით ასევე), ანალიზი და სხვა უამრავი პროცედურები. ასევე საჭიროა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მკაფიო თანხმობა. მერე ამ ყველაფერს აქვს გასაჩივრების ვადები და არის ფრიად დროში
განგრძობადი პროცესი. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, შესაძლოა იყოს მცირედი შანსი იმისი, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი მავნებლური, მაბეზღარა ძალის სურვილი დაკმაყოფილდეს.
P.S. ევროკავშირი არ გახლავთ ნაციონალური მოძრაობის უკანა ეზო, როგორც სურთ რომ წარმოაჩინონ”, – წერს გიორგი გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები