ჯეფრი საქსი – აშშ რუსეთთან უშუალო ომშია, რადგან, თავის დროზე, ნატოს შემოყვანას საქართველოსა და უკრაინაში ცდილობდა

აშშ რუსეთთან უშუალო ომშია, რადგან, თავის დროზე, საქართველოში, კავკასიასა და უკრაინაში ნატოს შემოყვანას ცდილობდა,- ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა მრჩეველმა, ჯეფრი საქსმა განაცხადა.

“ჩვენ ახლა უშუალო ომში ვართ რუსეთთან, რომელსაც 6 ათასი ბირთვული ქობინი აქვს. მე მსგავსი სისულელე არაფერი მინახავს. ყველაფერი ვიცი, ნაბიჯ-ნაბიჯ, რადგან საკუთარი თვალებით მაქვს ნანახი, თუ როგორ აღმოვჩნდით ამ აურზაურში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ წინ ვიყავით, საქართველოში, კავკასიაში და უკრაინაში ნატო შემოგვყავდა“, – თქვა მან.

საქსი აშშ-ჩინეთის ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თუ ვაშინგტონი იმავე პოლიტიკას გააგრძელებს პეკინთან მიმართებით, შესაძლოა, ბირთვული ომი მივიღოთ.

„თუ ჩვენ იმავეს გავაკეთებთ ჩინეთთან მიმართებით, იქნება ომი. ეს არ იქნება ყირიმის, პირველი ან მეორე მსოფლიო ომების მსგავსი,ეს იქნება ბირთვული ომი“, – დასძინა საქსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები