გახარია-ხაზარაძის მორიგი შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები ერთ საათში განახლდება
გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის მიმდინარე პირისპირ შეხვედრა, რომელიც ათონელის სასახლეში შედგა, ამ დროისთვის, დასრულებულია.
როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ერთ საათში მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახარიასა და ხაზარაძეს წინასაარჩევნოდ გაერთიანებისკენ მოუწოდა და ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.