ერდოღანი – ისრაელი კონფლიქტის გადატანას ახლო აღმოსავლეთის მთელ რეგიონზე ცდილობს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თვლის, რომ ისრაელი კონფლიქტის გადატანას ახლო აღმოსავლეთის მთელ რეგიონზე ცდილობს, რაც ძალიან სახიფათოა,- ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს განცხადება ერდოღანმა ლიბანის პრემიერ-მინისტრთან, ნაჯიბ მიკატისთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა. მისი თქმით, ის ისრაელის შესაჩერებლად ძალისხმევას გააგრძელებს.
სატელეფონო საუბრისას, თურქეთის ლიდერმა პეიჯერების აფეთქების შედეგად დაღუპული და დაშავებული ადამიანების გამო მწუხარება გამოთქვა.