მიქანაძე – ხაზარაძე-გახარიაზე: სახეზეა უპრინციპო ადამიანების გაერთიანების მცდელობა

“სახეზე არის უპრინციპო ადამიანების გაერთიანების მცდელობა, რომელიც, როგორც ჩანს, შედგება რაღაც შეთანხმებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძე ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას აღნიშნა.

დეპუტატის თქმით, ფაქტია, რომ ეს ადამიანები არ იშურებდნენ ერთმანეთის შეურაცხმყოფელ ციტირებებს და ტალახის სროლას ერთმანეთის მისამართით.

“გახარიას თემა გვახსოვს, როდესაც ის მოღალატეობრივად გადადგა პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან და ამის მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას ფაქტორი. შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც ცდილობდა მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანა.

საზოგადოებას ვერ მოატყუებენ. ფაქტები თავის თავზე მეტყველებს. გავიხსენოთ მუნიციპალიტეტის არჩევნების შემდეგ საკრებულოში რა სიტუაცია შეიქმნა, სადაც გახარიასა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ერთად შექმნეს კოალიცია და სწორედ “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კოალიცია ჩამოაყალიბეს. ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ მათ არ აქვთ კავშირი “ნაციონალურ მოძრაობასთან”, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა”, – განაცხადა მიქანაძემ “გადაცემა “ღამის კურიერში” სტუმრობისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები