“ეს არის მთელი პრობლემა, რომ სინამდვილეში მათ ომით უნდათ ევროპა” – პაპუაშვილი

“ევროპის გზა მათ ესახებათ ომის გავლით. ეს არის მთელი პრობლემა, რომ სინამდვილეში მათ ომით უნდათ ევროპა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

„2022 წლის თებერვალში ომი რომ დაიწყო (უკრაინაში), რას ითხოვდნენ პარლამენტის წინ „ლელო“, სხვები, „ენჯეოები“ – გააგზავნეთ მებრძოლები უკრაინაში და გახდით მხარე ომისა. გააგზავნე შეიარაღება, დააწესე სანქციები. ვისი სახელით, ვის დროშას აფრიალებდნენ ამ დროს? ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ და ითხოვდნენ ომს. აი, ეს არის პარადოქსი, რომ ევროკავშირი გააიგივეს ომის გზასთან. ჩვენ ამას ვამბობთ ზუსტად, რომ მშვიდობით უნდა მივიდეთ ევროპასთან!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები