“ადამიანს, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდა პოლიციელებს ეხუტებიან, ხოლო პოლიციელს, რომელიც იცავდა საზოგადოებას სანქციებს უწესებენ, ეს არ არის ის მიდგომა, რომელიც სტრატეგიულმა პარტნიორმა უნდა გამოიჩინოს” – პაპუაშვილი

“ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ, სამწუხაროდ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, განსაკუთრებით წინა ელჩის გარკვეული ქმედებებიდან გამომდინარე, არის ისეთ ზღვარზე მისული, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა,  მმართველმა პარტიამ  არაერთხელ  გამოხატა  მზაობა ამ ურთიერთობების გადატვირთვისთვის.

“თუმცა იმისთვის, რომ მოხდეს ამ ურთიერთობების გადატვირთვა საჭირო არის შეწყდეს ის ცრუ ბრალდებები, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ისმის და ის ცრუ ნარატივები, რომელიც ვრცელდება საქართველოსთან დაკავშირებით. მათ შორის ცრუ ბრალდებების ერთ-ერთი ნაწილი არის სანქცირება და სანქცირება პოლიციელების განსაკუთრებით. ნებისმიერ ქვეყანაში პოლიციელი არის სახელმწიფოს სახე და წარმომადგენელი. ამიტომ ნებისმიერი თავდასხმა პოლიციელზე, ეს არის თავდასხმა სახელმწიფოზე. და სახელმწიფოზე თავდასხმა, ეს არის თავდასხმა ხალხზე. და რა თქმა უნდა აქ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ნებისმიერი ქვეყანა. განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რასაც ვაკვირდებით ბოლო ორი წელია. ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანს, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდა პოლიციელებს,  ეხუტებიან, ხოლო პოლიციელი, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებისგან“ იცავდა საზოგადოებას მას სანქციებს უწესებენ, ეს რა თქმა უნდა არ არის ის მიდგომა, რომელიც სტრატეგიულმა პარტნიორმა უნდა გამოიჩინოს პარტნიორის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები