პორტუგალიაში ხანძართან საბრძოლველად ევროკომისიამ რვა სპეციალური თვითმფრინავი გაგზავნა
პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ისევ ებრძვიან.
Euronews-ის ინფორმაციით, ხანძარს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია – 40-ზე მეტი.
ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
პორტუგალიის მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად, ხანძართან საბრძოლველად ევროკომისიამ რვა სპეციალური თვითმფრინავი გაგზავნა.