ბათუმში ლიფტის ჩავარდნის შედეგად კაცი დაიღუპა
ბათუმში, მე-16 სართულიდან ლიფტი მოწყდა და მასში მყოფი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.