თურქეთის სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

თურქეთის სათხილამურო კურორტზე გაჩენილ ხანძარს 66 ადამიანი ემსხვერპლა,- ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად კიდევ 51 ​​ადამიანი დაშავდა.

ჯანდაცვის მინისტრმა ქემალ მემისოღლუმ განაცხადა, რომ დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ სასტუმროს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ვერ მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები