სამტრედიაში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედიაში – სოფელ დიდ ჯიხაიშში მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.