ვლადიმერ ბოჟაძე: როგორც ჩანს, გიორგი ბაჩიაშვილს ბევრი რამე აქვს დასამალი, ამიტომაც ბანკი გარკვეული ძალების დავალებით, ერთი მხრივ პრობლემას უქმნის ბიძინა ივანიშვილს და მეორე მხრივ ბაჩიაშვილს ეხმარება სიმართლის დამალვაში

„თუ ბაჩიაშვილს არაფერი აქვს დასამალი, მასზე აღძრული საქმეებიდან გამომდინარე ბანკი თავად უნდა იყოს დაინტერესებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შვეიცარიული ბანკი „ulius Baer-ი გიორგი ბაჩიაშვილს სიმართლის დამალვაში ეხმარება.

„როგორც ჩანს, ძალიან ბევრი რამე აქვს დასამალი და სწორედ ამიტომაც ბანკი გარკვეული ძალების დავალებით, ერთი მხრივ პრობლემას უქმნის ბიძინა ივანიშვილს და მეორე მხრივ ეხმარება ბაჩიაშვილს სიმართლის დამალვაში, რადგან თუ ბაჩიაშვილს არაფერი აქვს დასამალი, მასზე აღძრული საქმეებიდან გამომდინარე ბანკი თავად უნდა იყოს დაინტერესებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით“, – აცხადებს ბოჟაძე.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თემო წიქვაძემ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ulius Baer-ი გვევლინება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შესრულების მექანიზმად/ბერკეტად. აღნიშნული კი, ვლინდება როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში, ასევე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე (რომელშიც დაზარალებულს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი) საგამოძიებო ორგანოსათვის გამოთხოვილი ინფორმაციის ფაქტობრივად დამალვაში“.

გიორგი ბაჩიაშვილი „ქრონიკასთან“ ინტერვიუში აღიარებს, რომ პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული. აღიარა აქციების დაფინანსებაც, თუმცა სად და რამდენს რიცხავს, არ აკონკრეტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები