ჩოხატაურში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ჩოხატაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ავარია ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.