რუსეთის საგარეო უწყება – რუსეთი ტრამპთან კომუნიკაციისთვის შიდა სამუშაოებს ახორციელებს
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების კომუნიკაციის საკითხი ჯერ შეთანხმებული არ არის.
როგორც რიაბკოვმა აღნიშნა, ამისთვის რუსეთი შიდა სამუშაოებს ახორციელებს.
„კონტაქტი ჯერ შეთანხმებული არ არის. როცა უფრო ნათლად და კონკრეტულად მოვისმენთ ვაშინგტონისგან წინადადებას, მაშინ დავიწყებთ განრიგის და ორგანიზაციული საკითხების კოორდინაციას“, – აცხადებს რიაბკოვი.
ამასთან, ინაუგურაციის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ თავის რუს კოლეგასთან შეხვედრა ძალიან მალე შედგება.