მდინარაძე – გახარია-სამხარაძის დაპირისპირებაზე: ყველამ ვნახეთ, რომ ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი გიორგი გახარია იყო
“ჯერ არის ფაქტი, რომ გახარიამ პირველმა ჩაარტყა პლასტმასის ჭიქიანი ფურცელი თუ პლასტმასის ჭიქა სახეში დიმიტრი სამხარაძეს და შემდეგ ყველამ ვნახეთ შედეგი, რაც მოხდა. მაგრამ ვინ იყო ინიციატორი, ვინ ვის დაესხა თავს, ამასთან დაკავშირებით აღქმა ვერ გაიღუნება”, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი გიორგი გახარია იყო.
„ყველამ ვნახეთ, რომ ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი გიორგი გახარია იყო. დანარჩენი, დეტალები უნდა დაადგინოს გამოძიებამ მერე ვინ რა როლი შეასრულა, მაგრამ ფიზიკური თავდასხმა გიორგი გახარიამ დაიწყო. ეს ხალხი კი ცდილობს, რომ ფაქტები აღქმებით გადაფაროს, მაგრამ ფაქტი აღქმით არასდროს იფარება. ჯერ არის ფაქტი, შემდეგ კი შესაბამისი აღქმა. როგორც ქალი და კაცია, ასეა ეს – არა 47 ათასი სქესი, არამედ ორი. ასეა – ჯერ არის ფაქტი. ფაქტიდან თუ აღქმა არ გამომდინარეობს, აღქმა მცდარია. თავისი ჭკუით, ეს მარტივი მოცემულობა ამოატრიალეს, მაგრამ ეს ვერ შეძლო ამის სათავეში მყოფმა ხალხმა და საქართველოში ვიღაცები რომ კნაოდნენ ამასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, ვერ შეძლებენ. შესაბამისად, ჯერ არის ფაქტი, რომ გახარიამ პირველი ჩაარტყა პლასტმასის ჭიქიანი ფურცელი თუ პლასტმასის ჭიქა სახეში დიმიტრი სამხარაძეს და შემდეგ ყველამ ვნახეთ შედეგი, რაც მოხდა. მაგრამ ვინ იყო ინიციატორი, ვინ ვის დაესხა თავს, ამასთან დაკავშირებით აღქმა ვერ გაიღუნება“, – განაცხადა მდინარაძემ.