გარდაბნის მუნიციპალიტეტში ავარიას 20 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ სამი პირი.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.